ახალი ამბები

საქართველომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე აკრძალვა მოხსნა

საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა 2002 წლის 5 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს მთავრობა ვეტოს ადებდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებას.


პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დააყენა წინადადება რეზოლუციის „სულ ცოტა ორი თვით“ შეჩერების თაობაზე, რადგანაც, მისი თქმით, ამ დოკუმენტის ბედი მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში.


ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანება გარკვეულ სარგებელს მოუტანდა ქართველ ბიზნესმენებსაც, რომელთაც პროდუქცია რუსეთში გააქვთ. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button