ახალი ამბები

ხელისუფლებამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმა დასახა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ, რომელიც  ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი, 16 თებერვალს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს განუცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოს ასპირანტ ქვეყანად გახდომას.


მისი განცხადებით, საქართველომ პარტნიორობის ინდივიდუალური პროგრამის თაობაზე წინადადებები ნატოში ორჯერ გააგზავნა. „თუმცა ამ წინადადებებში თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეფორმები არ შედიოდა“, – განაცხადა დავით თევზაძემ კომიტეტის სხდომაზე.


„პარტნიორობის ინდივიდუალური პროგრამაზე მუშაობა, რომელიც მისაღები იქნება ნატოსთვის, პრიორიტეტული იქნება ჩვენთვის.  იმედი გვაქვს, რომ წინადადებებს მარტში კვლავ გავაგზავნით. ხოლო ივნისში სტამბულის ნატოს სამიტზე დავაყენებთ საკითხს საქართველოს ნატოს ასპირანტ ქვეყანად გახდომის შესახებ“, – დასძინა თევზაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button