
ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრი სომხეთში გაემგზავრა
სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს დილით ერდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
შეხვედრის დროს მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
სომხეთის ვიზიტს წინ უძღოდა ზურაბ ჟვანიას ვიზიტი აზერბაიჯანში, რომლის დროსაც სახელმწიფო მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის საკითხი განიხილეს.