skip to content
ახალი ამბები

შეიქმნა სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარა”

სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარის” პრეზენტაცია დღეს თბილისში შედგა. მოძრაობაში აჭარის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილიც გაწევრიანდა.

“ჩვენი მიზანია აჭარის მოსახლეობის უფლებების დაცვა და იმის კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ დავუშვებთ აჭარის ხელისუფლების მხრიდან უკანონო ქმედებებს და ამას კანონიერი მეთოდებით შევაბრძოლებით” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

თბილისში მოძრაობა “ჩვენი აჭარის” შექმნის შესახებ კომენტარი ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ გააკეთა და მოძრაობის წევრებს მოუწოდა სანამ აჭარაში საგანგებო მდგომარეობა იქნება გამოცხადებული პროტესტის გამოხატვისგან თავი შეიკაონ.

“მათ ვურჩევ დაწყნარდნენ. სანამ აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ჩვენ არ დაუშვებთ ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე ქმედების განხორციელებას” – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ დღეს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე გააფრთხილა მოძრაობის ლიდერები არ გახსნან ოფისები ავტონომიურ რესპუბლიკაში.

აჭარაში საგანგებო მდგომარეობა 23 ნოემბერს გამოცხადდა.

Back to top button