skip to content
ახალი ამბები

ცსკო-ს თავჯდომარე არ ცნობს ამომრჩეველთა სიებს აჭარიდან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ცსკო არ მიიღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ წარდგენილ ამომრჩეველთა სიებს.


„აჭარის ხელისუფლების მიერ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს წარდგენილი სიები გაბერილი იყო“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.


აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს ჯერ კიდევ არ განუცხადებია თანხმობა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის მონაწილეობის თაობაზე.


ჭიაბერაშვილის განცხადებით, აჭარაში არჩევნების ჩატარება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „ჩვენ მზად ვართ აჭარის საარჩევნო უბნები არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარით მოვამარაგოთ“, – დასძინა ცსკო-ს თავჯდომარემ. 

Back to top button