
ახალი ამბები
დავით მირცხულავა გენერალურ პროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს
ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა დღეს გენერალურ პროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს. იგი ენერგეტიკის დარგში არსებული დარღვევების თაობაზე მისცემს ჩვენებას.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია დააკავებენ თუ არა დავით მირცხულავას. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურის წარმომადგენლები დაკითხვის შემდეგ გააკეთებენ. დავით მირცხულავამ გენერალურ პროკურატურაში ნოემბრის ბოლოს უკვე მისცა ჩვენება.