
ასლან აბაშიძე უარყოფს რაიმე კავშირს ოპოზიციის აქტივისტზე თავდასხმასთან
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ცემა ან დაშინება მის ინტერესებში არ შედის.
„ეს ჩემი პოლიტიკა არ არის“, – დასძინა მან ოპოზიციის აქტივისტზე ლევან კაჭარავაზე თავდასხმის კომენტირებისას.
ლევან კაჭარავა ბათუმში შექმნილ საზოგადოებრივ კომიტეტს ხელმძღვანელობს, რომელიც აჭარაში აბაშიძის ერთპიროვნულ მმართველობას აკრიტიკებს. ცოტა ხნის კომიტეტმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო აჭარის რეგიონის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით.
ლევან კაჭარავა 22 დეკემბერს ბათუმში გაიტაცეს და სასტიკად ნაცემი დააბრუნეს. ამჟამად, იგი მკურნალობის კურსს თბილისში გადის. მისი განცხადებით, ბათუმელმა ექიმებმა უარი თქვეს მის მკურნალობაზე.
ლევან კაჭარავას განცხადებით, ასლან აბაშიძემ პირადი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ინციდენტზე.
„ჩემო მეგობრები და მხარდამჭერები საფრთხეში არიან, რადგანაც არსებობს მათი დაშინების საფრთზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან“, – განუცხადა ლევან კაჭარავამ ჟურნალისტებს თბილისში.