skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი ბათუმში გაემგზავრა

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც იგი აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართავს მოლაპარაკებებს და კვლავ შეეცდება დაარწმუნოს იგი ბოიკოტი არ გამოუცხადოს საპრეზიდენტო არჩევნებს.


ბოლო ერთი თვის განმავლობაში რიჩარდ მაილსი უკვე მესამედ ჩავიდა ბათუმში.


სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებები 20 დეკემბერს გამართა, თუმცა მან ვერ შეძლო დაერწმუნებინა აჭარის ლიდერი არჩევნების ბოიკოტირებაზე უარი ეთქვა. 

Back to top button