skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე უარყოფს საქართველოს მიერ ტერორისტების მფარველობის ფაქტს

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება ვიზიტით, რუსეთის ბრალდებებს  საქართველოს მიერ ტერორისტების მფარველობის თაობაზე „უსაფუძვლო“ უწოდა.


„მე განცვიფრებული ვარ სერგეი იასტრჟემბსკის [რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე] განცხადების გამო. მე ვფიქრობ, დაუშვებელია ამგვარი განცხადებების გაკეთება, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წინ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან 25 დეკემბერს არის დაგეგმილი.


სერგეი იასტრჟემბსკიმ 24 დეკემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საქართველო კვლავ რჩება ტერორისტების თავშესაფრად, რომლებიც პანკისის ხეობიდან რუსეთში გადადიან“.   

Back to top button