skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ბიზნესმენებს უსაფრთხო გარემოს შექმნას პირდება

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია 12 დეკემბერს მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმოამდგენლებს შეხვდნენ და შეეცადნენ დაერწმუნებინათ მეწარმეები, რომ ახალ ხელისუფლების მიზანია ქვეყანაში “ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნ და რეკეტის აღმოფხვრა.”

შეხვედრისას წარმოთქმულ სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა ის ძირითადი პრინციპები, რომლითაც მისი თქმით, ახალი ხელისუფლება ეკონომიკის სფეროში იხელმძღვანელებს.

“ეხლა აღარ არის დრო სახელმწიფო და ხალხის სიმდიდრის წაღების. უნდა შედგეს ჯანსაღი საინვესტიციო გარემო, თამაშის დადგენილი წესებით. საპრეზიდენტი არჩევნების შემდეგ სამკვირიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება. ჩვენი მთავარი მიზანია პროფესიული კადრების დასაქმება და ეს არ მოხდება პარტიული პრინციპით. საქართველო როგორც სახელმწიფო ჯერ არ შემდგარა, ეს ჩვენი გასაკეთებალია და ეს თქვენთან ერთად უნდა მოხდეს” – მიმართა გავლენიან ბიზნესმენებს მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით აუცილებლად მოხდება საგადასახადო კოდექსის გამარტივება და ლიბერალიზაცია, ასევე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავება.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავარია შეიცვალოს სისტემა და სახელმწიფო მიდგმომა ბიზნესისადმი. “კონკრეტული პირები არ უნდა იღებდნენ გადასახადებს და ეს ფული კონკრეტული დაინტერესებული პირების ჯიბეში არ უნდა მიდიოდეს. უნდა შევქმნათ ისეთი გარმო, რომ როდესაც თქვენთან მოვლენ და გეტყვიან თქვენ ბიზნესს ე.წ. “კრიშა” სჭირდება, თქვენ ეტყვით ჩემი “კრიშა” სახელმწიფოა” – განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით ასევე აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცეიბტან მჭიდროი თანამშრომლობის გაგრძელება, მაგრამ არა მათ მიერ “ზედაპირულად მოცემული მითითებების და გეგმის მიხედვით, არამდე ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით შემუშავებული სამუშაო ფორმულა უნდა შევთავაზოთ მათ.”

იგი პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში კატეგორიულად მოითხოვს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელიც უკანონოდ, სახელმწიფო ხარჯზე აწარმოებდა ბინზესს.

“ვინც სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრდა ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს. ამის მკაცრი მითითებები სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემა. უკანონოდ წაღებული ქონება უკან უნდა დაბრუნდეს. ეს თანხები ხაზინაში უნდა შევიდეს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჯერ კიდევ 2001 წელს მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც იგი შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი იყო, ხელისუფლებას წარუდგინა კანონპროექტი თანამდებობის პირთათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ. თუმცა მაშინ პრეზიდენტმა და მთავრობამ, რომლის შემადგენლობაში სხვათა შორის ვანო ჩხარტიშვილიც შედიოდა, რომელიც 12 დეკემბრის შეხვედრასაც ესწრებოდა, ეს კანონპროექტი დაბლოკეს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის განვითარება უნდა გახდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა.

“ჩვენ არ გვინდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ომი და ვითარების გართულება. ამ შემთხვევაში რჩება ერთადერთი გზა – ეკონომიკური ბერკეტები. ეკონომის განვითარების შემთხვევაში აფხაზეთის და ცხინვალის ხელისუფლება თავად დაინტერსდება ჩვენთან თანამშრომლობით და წამოვა მოლაპარაკებაზე. ცხინვალის რეგიონის მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ შექმნეს ეკონომიკური სეპარატიზმი. ეს უნდა მოიშალოს და ოსებსაც და აფხაზებსაც უნდა დავანახოთ, რომ ერთიან საქართველოში შესაძლებელია ერთობლივი მუშაობა. უნდა შეიქმნას მიმზიდევლი გარემო ერთიანი საქართველოსთვის” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენოტობის კანდიდატმა ასევე წამოაყენა წინადადება ორმაგი მოქალაქეობის შემოღების შესახებ, რაც მისივე თქმით გაუადვილებას საქართველოდან წასულ უამრავ ადამიანს საქართველოში ბიზნესის დაწყებას. 

“მილიონამდე ჩვენი თანამემამულეა საქართველოდან წასული. მათ შორის ბევრი ბიზნესმენი და პროფესიონალი ადამიანია. რატომ უნდა ჭირდებოდეთ მათ საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზის აღება? ჩვენ ყველანაირად უნდა ხელი შევუწყოთ მათ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით დროის მცირე მონაკვეთში ვერ მოხერხდება ეკონომიკის ფეხზე დაყენება, თუმცა “ხალხი და ბიზნესმენები დაინახავენ, რომ ხელისუფლებაში გაჩნდა ნება იმისა რომ სიტუაცია გამოსწორდეს.”

პრეზიდენტობის კანდიდატის წინადადებებმა ბიზნესმენთა მოწონება დაიმსახურეს. ვანო ჩხარტიშვილმა, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია “მზის” თანამფლობელია, სააკაშვილს მოთხოვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირადად აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს ფორმირებაზე.

“სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს შექმნის პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტს უნდა დაეკისროს” – განაცხადა ჩხარტიშვილმა, რაშიც სააკაშვილი დაეთანხმა. 

“ყველაფერი რაც შეხვედრაზე ითქვა მისი გაკეთება შესაძლებელია და აქ არაფერია უტოპიური. პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს ეკონომიკის სფეროში მკაცრი წესრიგის დამყარებაა. ეს ეხება კონტრაბანდის, ფალსიფიკაციის აღკვეთას, სახელმწიფო რეკეტის მოხსნას და საგადასახადო კოდექსის დახვეწას” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მსხვილ გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ, ნიკო ლეკიშვილმა.

“ჩვენი მჭიდრო თანაშრომლობა ხელისუფლებასთან 4 იანვრის შემდეგ დაიწყება. ბინზესის წარმოებას უნდა ცოდნა, მისი განვითარება მხოლოდ სახელმწიფოს სურვილზე არ არის, ბევრი ჩვენზეც არის დამოკიოდებული. აქ წარმოდგენილი ინიციატივების განხორციელება ერთობლივად შესაძლებელია” – განაცხადა “კოკა-კოლა ბოთლ ჯორჯიას” პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ.

“სააკაშვილის ხედვა გასათავლისწინებელი და მისაღებია, ამ პრინციპების განხორციელბა ერთობლივად უნდა მოხდეს და ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული” – განაცხადა “საქართველოს ბანკის” სამეთავლყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ პატეიშვილმა. 

“ეს პირველი გაცნობითი ხასიათის, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენ მომავალშიც აქტიურ შეხვედრებს და მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ ბიზნესმენებთან” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.

Back to top button