ახალი ამბები

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარის განცხადებით, ბერეზოვსკის ვიზიტი საქართველოში უკანონო იყო

(თბილისი, 6 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ჩხეიძემ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ ქართველ მესაზღვრეებს უნდა დაეკავებინათ რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი, როცა ის 3 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა.

ბორის ბერეზოვსკი რუსეთის მიერ სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო იძებნება. ჩხეიძემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა, თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა ბორის ბერეზოვსკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩს რუსეთში ზურაბ აბაშიძეს 3 დეკემბერს ნოტა გადასცა, რომელშიც იგი ქართული მხარისგან ახსნა-განარტებას მოითხოვს, თუ რატომ არ მოხდა შესაბამისი სტრუქტურების მიერ თბილისში მყოფი რუსი ბიზნესმენის ბორის ბერეზოვსკის დაკავება და რუსეთში ექსტრადირება.

საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ აღნიშნულ პიროვნებას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, იგი არ იძებნებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ და მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

ჩხეიძის განცხადებით, ბორის ბერეზოვსკი თბილისში თავისი კომპანიონის ბადრი პატარკაციშვილის თვითმფრინავით ჩამოფრინდა, 5 საათი იმყოფებოდა თბილისში და ისევ ლონდონში დაბრუნდა.

ბერეზოვსკის საიდუმლო ვიზიტის მიზნები კვლავ უცნობი რჩება, თუმცა ცოტა ხნის წინ ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ იგი თბილისში თავის მეგობარს ბადრი პატარკაციშვილს შეხვდა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button