skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

(თბილისი, 5 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი 5 დეკემბერს საქართველოში ჩამოდის.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დონალდ რამსფელდი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან მიხეილ სააკაშვილთან.

დონალდ რამსფელდი ასევე ეწვევა კრწანისის საწვრთნელ ბაზას, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში ქართველ სამხედროებს წრთვნიან.

ამერიკის მთავრობის დელეგაცია უკვე ჩამოვიდა საქართველოში 3 დეკემბერს და ამჟამად  მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ დახმარების თაობაზე, რისი გაწევაც ამერიკას შეუძლია ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობისთვის.

დონალდ რამსფელდი საქართველოში 2001 წლის დეკემბერსაც იმყოფებოდა. მისი ვიზიტის შემდეგ საფუძველი ჩაეყარა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას”, რომლისთვისაც აშშ-მა 64 მილიონი დოლარი გამოყო.     

Back to top button