
ახალი ამბები
უშიშროების სამინისტრო პოლიტიკურ ლიდერებზე ტერორს არ გამორიცხავს
(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ როგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ე.წ. პოლიტიკური ტერორის განხორციელებას, რაც ქვეყანაში “დინამიურ ქაოსს შექმნის”. “პოლიტიკური ტერორი მიმართული იქნება პოლიტიკური ლიდერების სიცოცხლის ხელყოფისაკენ. ერთმა საბედისწერო გასროლამ შესაძლოა დაასრულოს ქვეყანაში სტაბილურობა”, – განაცხადა უშიშროების მინისტრის პრეს-მდივანმა ნიკა ლალიაშვილმა 1 დეკემბერს. მისი თქმით, ეს საშიშროება არსებობს მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო ლიდერებისგან და ზოგიერთი ბინზესმენისგან. სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს ასევე განაცხადა, რომ გარკვეული რევანშისტული ძალები სერიოზულად ემზადებიან, რომ ძალისმიერ მეთოდებით დაიბრუნონ ძალაუფლება.