ახალი ამბები

თსუ-ს რექტორის გადადგომამ სტუდენტებს შორის დაპირისპირება გამოიწვია

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის როინ მეტრეველის თანდმებობიდან გადადგომას სტუდენტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სტუდენტების ერთმა ნაწილმა, რექტორის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს უნივერსიტეტის ეზოში და პრეზიდენის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი სასწავლო პროცესის ჩაშლით და უნივერსიტრტის თერთმეტივე შენობის დახურვით იმუქრებიან.

როინ მეტრეველის გადაყენების მოთხოვნით პირველად საპროტესტო აქცია მოძრაობა “კმარას” წარმომადგენლბმა 25 ნოემბერს დაიწყეს, რის შემდეგაც 26 ნოემბერს როინ მეტრეველმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ასევე თანმდებობა დატოვა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანმა ნუგზარ ფოფხაძემ.

“სტუდენტების ერთი ნაწილის გადასაწყვეტი არ არის დარჩება, თუ არა თანამდებობაზე უნივერსიტეტის რექტორი, ეს რექტორთა საბჭოს გადასაწყვეტია”, – აცხადებდნენ აქციაზე როინ მეტრეველის მომხრე სტუდენტები.

26 ნოემბერს აქციის მონაწილეებს ნინო ბურჯანაძეც შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ უნივერსიტეტი დამოუკიდებელი დაწესებულებაა და დამოუკიდებლად უნდა მოხდეს მსგავსი საკითხების მოგვარება, არსებული პრობლემა კი, არ უნდა გახდეს სტუდენტების დაპირისპირების საგანი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button