ახალი ამბები

რეგიონებში ძალადობა დაფიქსირდა

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) ინფორმაციით, 2 ნოემბერს, დილით, საპარლამენტო არჩევნების დღეს რამდენიმე შეიარაღებული პირი ტყიბულის საუბნო საარჩევნო კომისიაში შეიჭრა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ადასტურებს ინფორმაციის იმის თაობაზე, რომ შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ძალადობა განახორციელა საუბნო კომისიის წევრებზე და ცემა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი.   

ანალოგიური ინციდენტი რუსთავშიც დაფიქსირდა, სადაც ათობით უცნობმა პირმა დაარბია საარჩევნო უბანი.

მობილიზებულია რუსთავის პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსთავში დესტაბილიზაცია იყო მოსალოდნელი.

მსგავსი/Related

Back to top button