ახალი ამბები

შევარდნაძე გმობს რუსეთის მუქარას პრევენტიული დარტყმების თაობაზე

(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაგმო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები პრევენტიული დარტყმების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს რაიმე საფრთხე შეექმნებოდა.  

შევარდნაძემ კრემლის სტრატეგია ადოლფ ჰიტლერის რეჟიმს შეადარა.

“არც რუსეთს, არც რომელიმე სხვა ქვეყანას არა აქვს უფლება პრევენტიული დარტყმები განახორციელოს”, – განაცხადა შევარდნაძემ 10 ოქტომბერს გამართულ სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის პროგრამის პრეზენტაციაზე.

“მე მახსენდება ჰიტლერის ცალკეული გამონათქვამები. მას არასდროს უთქვამს – ჩვენ უნდა დავიპყროთ მთლიანი ევროპა. ის ამბობდა – მოდით დავეხმაროთ ავსტრიას, ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთს და ასე შემდეგ”, – დასძინა პრეზიდენტმა.

გასულ წელს პრეზიდენტი პუტინი პრევენტიული დარტყმების განხორციელებით დაემუქრა პანკისის ხეობაში დამალულ ჩეჩენ მეომრებს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ხეობაში განხორციელებული ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების შედეგად, ჩეჩენი მეომრები იქ აღარ იმყოფებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button