ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტის განცხადებით, საბიუჯეტო დეფიციტი 142 მილიონს შეადგენს

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გადასახადებისა და შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტმა 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2003 წლის ცხრა თვის განმავლობაში საბიუჯეტო დეფიციტმა 142 მილიონ ლარს გადააჭარბა.

“მთავრობამ დეფიციტის დაფარვის მიზნით დარჩენილი სამი თვის განმავლობაში, სულ ცოტა, 170 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახდინოს. ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია”, – განაცხადა კომიტეტის თავჯდომარემ დავით სალარიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button