ახალი ამბები

შევარდნაძის თქმით, პანკისი რუსეთს საფრთხეს არ უქმნის

(თბილისი, 6 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ პანკისის ხეობა რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

“რუსეთის დელეგაცია, რომელიც ხეობას გასულ კვირას ესტუმრა, თავად დარწმუნდა, რომ სიტუაცია იქ საშიში არ არის”, – განაცხადა შევარდნაძემ.

რუსეთის დელეგაცია ჩეჩნების საკითხთა მინისტრის სტანისლავ ილიასოვის ხელმძღვანელობით პანკისის ხეობას გასულ კვირას ეწვია და იქ მცხოვრები 3700 ჩეჩენი ლტოლვილისთვის 20 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.

შევარდნაძის თქმით, ამჟამად პანკისის ხეობაში მხოლოდ ჩეჩენი ქალები, ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ჩეჩნებს დაბრუნება არ სურთ
ჩეჩენი ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების ეშინიათ
ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთის ინიციატივებს ეჭვით უყურებენ
მოსკოვი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას ჩქარობს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button