skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მიმართ აშშ-ს დახმარება არ შეწყვეტილა – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამერიკა საქართველოს არ შეუწყვეტს დახმარების პროექტებს და აცხადებს, რომ მოხდა მხოლოდ კორექტივება.

“გვაქვს გარკვეული პრობლემები. ვაღიარებთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სრულყოფილად ვადლებულებების შესრულება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ლმობიერებას ვიჩენდით იმათ მიმართ, რომლებიც ვერ იხდიდნენ გადასახადებს და მათ მიმართ დათმობაზე მივდიოდით, მაგრამ ეს საკითხიც მოგვარდება და გაიზრდება გადასახადების მაჩვენებელი. რეფორმები კი ყველა სფეროში ხორციელდება”, – განაცხადა დღეს ედუარდ შევარდნაძემ თავის ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

მისი თქმით, ამერიკასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ყველას მოუწოდებს, ამ თემით პროვოცირებას ნუ შეეცდებიან.

24 სექტემბერს თბილისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დახმარების კოორდინატორი თომას ადამსი იმყოფებოდა, რომლის ინფორმაციითაც, 2004 წლიდან აშშ საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას შეამცირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button