skip to content
ახალი ამბები

რუსეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 1 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილე იური ბრაჟნიკოვი 31 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა. იგი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ამჟამად პანკისის ხეობაში დაახლოებით 3,700 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

ივნისის თვეში რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დროს დელეგაციის წევრები პანკისში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს შეხვდნენ და შეეცადნენ დაერწმუნებინათ ისინი ჩეჩნეთში დაბრუნებულიყვნენ.

ჩეჩენი ლტოლვილები შიშობენ, რომ მათი უსაფრთხოება ჩეჩნეთში უზრუნველყოფილი არ იქნება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ისინი ჩეჩნების რეპატრიაციაზე მხოლოდ რუსეთის მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემთხვევაში დათანხმდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button