ახალი ამბები

მომავალ კვირას საქართველოში ეუთო-ს დამკვირვებლები ჩამოვლენ

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – მომავალ კვირას თბილისში ეუთოს მისიის მოწვევით 28 დამკვირვებელი ჩამოვა, რომლებიც უშუალოდ გააკონტროლებენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს. ამის შესახებ დღეს ეუთოს მისიის ახალმა წარმომადგენელმა როი რივსმა განაცხადა.

მისი თქმით, უშუალოდ არჩევნების მსვლელობას საქართველოში დაახლოებით 600-700 უცხოელი დამკვირვებელი გააკონტროლებს. 30-40 დამკვირვებელი იქნება ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეიდან, ამდენივე კი ევროსაბჭოდან.

“უცხოელი დამკვირვებლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ადგილობრივ დამკვირვებლებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში სომხეთის მაგალითი არ განმეორდება და არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა როი რივსმა, რომელიც საქართველოში აგვისტოს დასაწყისში ჩამოვიდა, მანამდე კი სომხეთში მოღვაწეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button