ახალი ამბები

საქართველოში საზღვაო წვრთნები დაიწყო

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე 26 აგვისტოს ფოთის მახლობლად დაწყებულ საზღვაო წვრთნებს “იმედი – 2003” დაესწრო.

წვრთნებში დაახლოებით 1100-მდე ჯარისკაცი, მათ შორის საზღვაო ქვეითები და სანაპირო დაცვის თანამშრომლები, იღებენ მონაწილეობას.

თავდაცვის მინისტრთან ერთად წვრთნებს ცნობილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button