ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ერაყში ქართველების დაშავების ფაქტი

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას ერაყის ქალაქ ტიკრიტში გამნაღველი სამუშაოების დროს ქართული სამშვიდობო კონტიგენტის 4 წარმომადგენელის დაშავდების შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედროებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს.

ამჟამად ოთხივე ჯარისკაცი მოთავსებულია საველე ჰოსპიტალში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო სტურუას განცხადებით, ოთხიდან ერთ-ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, იგი ამერიკის რომელიმე ჰოსპიტალში გადაიყვანონ.

ქართული სამშვიდობო ასეული ერაყში 3 აგვისტოს გაემგზავრა. 93 ქართველი მშვიდობისმყოფელი ერაყში ქალაქ ტიკრიტში განათავსეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button