skip to content
ახალი ამბები

“ეი-ი-ესი” “თელასის” რუსული კომპანიისთვის მიყიდვას აპირებს

(თბილისი, 1 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკულმა ენერგოკომპანია “ეი-ი-ეს”-მა 31 ივლისს დაადასტურა, რომ იგი აპირებს თავისი კუთვნილი აქტივები რუსულ კომპანიას “რუსეთის ერთიან ენერგოქსელებს” მიყიდოს.

ამერიკული კომპანია, რომელიც თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აქციების 75% ფლობს, ჯერ-ჯერობით არ ამხელს გარიგების ღირებულებას.

“ჩვენ პრეზიდენტ შევარდნაძეს დღეს შევხვდით და გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება აქციების გაყიდვის თაობაზე”, – განაცხადა “ეი-ი-ეს”-ის წარმომადგენელმა კენ ვოდკოკმა 31 ივლისს.

“ეი-ი-ეს”-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ საქართველოში მიმდინარე წლის მხოლოდ მეორე კვარტალში 129 მილიონ დოლარი იზარალეს.

ამერიკული კომპანიის ქართული აქტივები შეიცავს სამ ელექტროსადგურს და თბილისის ელექტროგამანაწილებელ კომპანიას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button