Placeholder canvas
ახალი ამბები

დეპუტატები ჩეჩნების რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგნი არიან

(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის წევრი, ფრაქცია “ტრადიციონალისტის” თავმჯდომარე აკაკი ასათიანი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართო დაკავებული სამი ჩეჩენის ექსტრადირების საკითხს დააკმაყოფილებს, საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრება.

“გაუმართლებელი იქნება ჩეჩნების რუსეთის მხარისთვის გადაცემა და სასამართლომ ეს მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ სამართლიანი გზით ვეცდებით თანადგომა გაუწიოთ მათ და ამ პროცესში ჩავრთოთ საერთაშორისო ორგანიზაციებიც”, – განაცხადა დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე აკაკი ასათიანმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე განცხადება გააკეთა ელენე თევდორაძემაც, რომლის თქმით, უზენაესს სასამართლოს გადასცა მასალები, სადაც ასახულია რუსების მიერ განხორციელებული ჩეჩნების გენოციდის დამადასტურებელი ფაქტები.

“ვიმედოვნებ, რომ ამ მასალების გაცნობის და კადრების ნახვის შემდეგ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა თვედორაძემ. იგივე სურვილი გამითქვა პარლამენტის თვამჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის დაკავებული ჩეჩნების სასამართლო პროცესი უზენაესს სასამართლოში 25 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად პარასკევი დასვენების დღედ გამოცხადდა, რის გამოც პროცესი მომავალი კვირისთვის გადაიდო.

მსგავსი/Related

Back to top button