ახალი ამბები

რუსული ფირმები აფხაზეთის ტურისტულ ცენტრებს ათვალიერებენ

(თბილისი, 2 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული ტურისტული ფირმების 35-მდე წარმომადგენელი 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით აფხაზეთს სტუმრობენ.

როგორც აფხაზური სააგენტო აფსნიპრესი იტყობინება რუსული ფირმების წარმომადგენლები აფხაზეთში არსებულ ტურისტულ ცენტრებს მოინახულებენ.

საქართველოს ხელისუფლებამ 2003 წლის თებერვალში გააფრთხილა ყველა უცხოური კომპანია და მოქალაქე, რომ სანამ აფხაზეთში არ აღდგება საქართველოს იურისდიქცია უძრავი ქონების შეძენა სეპარატისტულ რეგიონში უკანონოდ ჩაითვლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button