ახალი ამბები

შევარდნაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საზღვარგარეთ დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 2 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“მე მოუწოდებ ყველას შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება. ეს ტყუილი და ცილისწამებაა. ყველამ ასეთ დროს არა საკუთარ თავზე, არამედ ქვეყნის ინტერესებზე უნდა იზრუნოს და ამის შესაბამისი განცხადებები უნდა გააკეთოს”, – განაცხადა დღეს სპორტის სასახლეში მედიკოსთა ყრილობაზე მიწვეულმა პრეზიდენტმა.

მას დღევანდელ შეხვადრაზე კონკრეტული პირები არ დაუსახელებია. მედიკოსთა ყრილობის ძირითადი თემა მედიცინის დარგში არსებული პრობლემები იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button