Placeholder canvas
ახალი ამბები

პარტიების ლიდერებმა კონსენსუსს მიაღწიეს

(თბილისი, 3 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიტიკური პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენლების ინიციატივით გამართულ შეხვადრაზე ოპოზიციურმა და სახალისუფლებო ფრაქციების წარმომადგენლებმა დღეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ერთობლივად იმსჯელეს და კონსესუსს მიაღწიეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

“ამ შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბჭდილება, ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას ისე, რომ გათვალისწინებული იქნას ყველას ინტერესები. ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მზად ვართ დათმობაზე წავიდეთ და არჩევნებისთვის კონსესუსამდე მივიდეთ”, – განაცხადა დღეს შეხვედრიდან გამოსულმა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ.

ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე განხილული იყო ცსკო-ს დაკომპლექტების საკითხი.

“გარკევულწილად მოხდა შეთანხმება, ორივე მხარემ პოზიციები დათმო, რაც მისასალმებელია, განსაკუთრებით მნიშვნელონანია ჩემთვის ის, რომ პრეზიდენტი თანახმაა მის მიერ წარმოდგენილი პროექტის შეცვლის, რაც კომისიის 11 წევრისგან 9-ის მის მიერ დანიშვნას ითვალისწინებდა. მე ამ პროექტის წინააღმდეგი ვიყავი”, – განაცხადა პარლემენტის თავმჯფდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

ასევე პარტიული სიების მიხედვით არ მოხდება კომისიის დაკომპლექტება, რომლის მომხრე ოპოზიციური პარტიები იყვნენ.

“ჩვენ შევთანხმდით ისეთ ვარიანტზე, რომლის მიხედვით, კომისია დაკომპლექტდება როგორც პარტიული ნიშნით, ისე პრეზიდენტის წარდგინებითაც”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა. 

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ “ახალი მემარჯვენეების”, “სოციალისტების, ეროვნული დემოკრატიული და სახალხო პარტიის წარმომადგენლები.

სახალხო პარტიის ლიდერის მამუკა გიორგაძის განცხადებით, ასეთი შეხვედრები დადებით შედეგს გამოიღებს. თავად მისი პარტია საარჩევნოდ სერიოზულად ემზადება და ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებასაც ვარაუდობს.

 მსგავსი სეხვედრა 5 მაისს მრეწველების ოფისში კიდევ შედგება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button