ახალი ამბები

ოპოზიცია და ხელისუფლება კვლავ ვერ შეთანხმდა ცსკო-ს ფორმირების თაობაზე

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციურმა და სახელისუფლებო პარტიებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მრეწველების ოფისში გამართული მეორე შეხედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

პირველად შეხვედრა “ტრადიციონალისტების” ლიდერმა აკაკი ასათიანმა დატოვა. “როგორც ჩანს, თავადაც არ იციან რა სურთ, აქედან გამომდინარე, შეხვედრების აზრი ეკარგება”, – განაცხადა ასათიანმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება სახელისუფლებო პარტიების მიერ წარმოდგენილმა პროექტმა გამოიწვია. პროექტის მიხედვით, გაიზარდა ცსკო-ს წევრთა რიცხვი 11-დან 15 კაცამდე უნდა გაიზარდოს, აქედან 5-ს პრეზიდენტი ნიშნავდა, თითი-თითოს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ერთს უზენაესი სასამართლო და შვიდს პარტიები, რომალთა შორის 4 წევრის წარდგენა არჩევნებში 7%-იან ბარიერგადალახულ პარტიებს შეეძლო, 3 კი სხვა პარტიებს.

სხვადასხვა პროექტი წარმოადგინეს “მრეწველებმა” და ედპ-მ, თუმცა არცერთი მათგანი მოწონებული არ იქნა. “ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის პოზიცია, ყველა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ისინი საერთო ჯამში კვოტების უმრავლესობას ფლობდნენ, თუმცა მაინც უკამყოფილოებმა დატოვეს დარბაზი”, – განაცხადა ედპ-ს თავმჯდომარემ ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ, რომელიც შეხვედრაზე სახელისუფლებო წინასაარჩევნო ბლოკს წარმოადგენდა.

ოპოზიცია ცსკო-ს დაკომპლექტებას კვოტების თანაბარი რაოდენობის მიხედვით ითხოვდა. ერთადერთი რაზეც დღეს მხარეები შეთანხმდნენ, იყო ამჟამინდელი ცსკო დითხოვნა და ახლის არჩევა.

განხეთქილების მიუხედავად მხარეები მაინც გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა, შესაძლოა, ოპოზიცია მსგავს შეხვედრებს აღარ დაესწროს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button