ახალი ამბები

ლეიბორისტების საპროტესტო აქცია უზენაეს სასამართლოსთან

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობასთან ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით საპროტესტო აქცია მოეწყო, რომლის მონაწილენიც მოითხოვდნენ, რომ უზენაესმა სასამართლომ რეაგირება მოახდინოს რაიონულ სასამართლოებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მოსახლეიბის მხრიდან შეტანილ საჩივრებს ენერგოგამანაწილებელი კომპანია “ეი-ი-ეს თელასის’ წინააღმდეგ.

ლეიბორისტების განცხადებით, რაიონული სასამართლოები არ ასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას, რომელმაც გააუქმა ელექტროენერგიაზე ფიქსირებული გადასახადი და “ეი-ი-ეს თელასი” დავალდებულა აუნაზღაუროს ასეთი გადასახადით დაზარალებულ მოსახლეობას მიყენებული ზარალი.

თუმცა, როგორც უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები აცხადებენ, უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის სააღსრულებო უფლებამოსილებები და საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების შესრულების გაკონტროლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button