ახალი ამბები

ხელისუფლება სააკაშვილის წინადადებას ცსკო-ს ფორმირების წესების თაობაზე არ ეთანხმება

(თბილისი, 7 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის წინადადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტების თაობაზე გარკვეულწილად ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის “გაერთიანებული დეომკრატები” და “ახალი მემარჯვენეები”, რომელთა განცხადებით, თვითონ იდეა კარგია, თუმცა დასაზუსტებელია, რა პრინციპით მოხდება უცხოელი ექსპერტების წარდგენა.

ამის წინააღმდეგი არიან სახელისუფლებო პარტიები და სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე.

“სამარცხვინოა ჩვენთვის ამ წინადადების გათვალიწინება, ვინაიდან გამოდის, რომ ქვეყანაში ღირსეული ადამიანები აღარ არსებობენ, ვისაც ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანები ნამდვილად არსებობენ და უცხოელების დახმარება არ დაგვჭირდება”, – აცხადებს ჯორბენაძე.

სააკაშვილის წინადადებით ცსკო-ს დაკომპლექტება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა მოხდეს, რომლებთანაც საქართველოს მჭიდრო კავშირი აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button