ახალი ამბები

შევარდნაძე პარლამენტში მომხდარი ინციდენტის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს

(თბილისი, 7 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებულია ორი დღის წინ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც დეპუტატებს შორის ჩხუბის შედეგად რამდენიმე პარლამენტარი დაშავდა.

“პარლამენტარებს თუ ჩხუბი სურთ, სხვა ადგილას შეუძლიათ ამის გაკეთება, მე  რჩეულიშვილის გამო არ ვწუხვარ, არამედ იმ დაცვის ბიჭების, რომლებიც იმ დროს პარლამენტის შენობას იცავდნენ და სიტუაციის განსამუხტავად ჩაერივნენ პარლამენტარების ჩხუბში და სერიოზულად დაშავდნენ”, – განაცხადა დღეს ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე.

შევარდნაძემ გენერალური პროკურორისგან ითხოვა 1 კვირის ვადაში მოხდეს ამ საქმის გამოძიება. ინციდენტი 5 მაისს სოციალისტებსა და გაერთიანებულ დემოკრატებს შორის მოხდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button