ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები ცსკო-ს უცხოელი ექსპერტები დაკომპლექტებას მოითხოვენ

(თბილისი, 10 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 9 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთმა ნაწილმა, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და თავისუფლების ინსტიტუტმა მხარი დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ცენტრალური საარჩევნო კომისიის უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტების შესახებ.

სახელისუფლებო პარტიები ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან. როგორც სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ განაცხადა სირცხვილია, რომ საქართველოში ვერ მოვძებნოთ ისეთი ხალხი, რომლის ნდობაც შესაძლებელი იქნება.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს ცსკო-ს დაკომპლექტებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც საქართველოს მჭიდრო კავშირები გააჩნია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button