ახალი ამბები

აშშ შეშფოთებულია რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ბოლო დროინდელი ფაქტების გამო

(თბილისი, 10 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “აშშ აღშფოთებულია იმ აღმაშფოთებელ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევას ეხება,” განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა სტეფან მინიკესმა 8 მაისს ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკელმა დიპლომატმა გაიხსენა 29 აპრილს თბილისის სასამართლოში მომხდარი შემთხვევა, როდესაც ბასილ მკალავიშვილის მომხრეებმა ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს იეღოვას მოწმეებს, რაც ეუთო-ს და ჰუმენ რაითს ვოჩის დამკვირვებლების თვალწინ მოხდა.

“ეს სასამართლო პროცესი [რომელზეც იეღოვას მოწმენი მკალავიშვილს რამოდენიმე დარბევის გამო უჩივიან], სამართლიანობის პაროდიად გადაიქცა, რაც ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს” განაცხადა აშშ ელჩმა ეუთო-ში სტეფან მინიკესმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button