ახალი ამბები

შევარდნაძეს საქართველოს ნატო-ში უმოკლეს ვადებში გაწევრიანების იმედი აქვს

(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წარდგენა უმოკლეს ვადაში მოხდება.

“სასიამოვნოა, როცა ქვეყანას ჰყავს ნატო-ს სტანდარტებზე გაწვრთნილი ჯარი და აქტიურად იღებს მონაწილეობას, სამშვიდობო ოპერაციებში, ვგულისხმობ კოსოვოს, სადაც ჩვენი ჯარის ოცეული იმყოფება, ყოველივე ეს დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ნატო-ში” – განაცხადა შევარდნაძემ.

მანამდე კი პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საქართვლოში ნატო-ს ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button