ახალი ამბები

გაუქმდა ქონების მართვის სამინისტრო

(თბილისი, 13 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, დღეს გაუქმდა ქონების მართვის სამინისტრო. მის ნაცვლად შეიქმნა საწარმოთა მართვის სააგენტო, რომელიც ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა.

სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა ვაჟა კაპანაძე, რომელიც მანამდე ქონების მართვის სამინისტროში საინვესტიციო სააგენტოს საბჭოს თამჯდომარე იყო.

ქონების მართვის ყოფილი მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის პოსტს დაიკავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button