ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე რუსი და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობით კმაყოფილია

(თბილისი, 13 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს სამართალდამცველები აქტიურად და კონსტრუქციულად თანამშრომლობენ პანკისის ხეობაში სიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.

მისი თქმით, პანკისში დესტაბილიზაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ხეობაში შესვლას კვლავაც მოახერხებენ ჩეჩენი მეომრები.

თედო ჯაფარიძის განცხადებით ქართველი და რუსი მესაზღვრეები აქტიურად თანამშრომლობენ, რათა მოვლენები ამგვარი სცენარით არ განვითარდეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button