ახალი ამბები

სახელმწიფო კანცელარიაში კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი კომისია შეიქმნა

(თბილისი, 13 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახელმწიფო კანცელარიაში ახალი კომისია შეიქმნა, რომლის უფლებამოსილელებშიც შევა კონდრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა. კომისიას სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე.

კომისიის ძირითადი მიზანი ქვეყანაში კონდრაბანდული გზით სხვადასხვა ტვირთის შემოტანისა და რეალიზაციის აღკვეთაა. კომისია 20 წევრისგან შედგება.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის ინფორმაციით, ეს სახელმწიფო კომისია კოორდინაციას გაუწევს ყველა ორგანოს, რომლებიც კონტრაბანდის წინააღმდეგ იბრძვიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button