ახალი ამბები

ზურაბ ჭანკოტაძე “თურქიშ ეარლაინზ”-ის წარმომადგენლებს ხვდება

(თბილისი, 14 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე თურქეთში იმყოფება და ავიაკომპანია “თურქიშ ეარლაინზ”-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდება.

ქართულმა მხარემ თურქეთის ავიაკომპანიას ყოველ კვირა ქართულ ავიაკომპანია “აირზენასთან” ერთად 2-2 რეისის განხორციელების წინადადება შესათავაზა.

“ამ წინადანებაზე პასუხი თურქული მხრიდან ჯერ არ მიგვიღია. ვიმედოვნებთ, რომ რაიმე შეთანხმებას მივაღწევთ”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ზურაბ ჭანკოტაძემ.

თურქეთის ავიაკომპანიას რეგულარული რეისების განხორციელება თბილისში საქართველოს პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილების შემდეგ აეკრძალა, რომლის მიხედვით უცხოურ ავიაკომპანიაბს ქართულ კომპანიებთან კომერციული ხელშეკრულების გაფორმება დაევალა და გაუუქმდა საგადასახადო შეღავათები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button