skip to content
ახალი ამბები

ნატო-ს ხელმძღვანელობა საქართველოს მიერ მისი რეკომენდაციების შესრულებას განიხილავს

(თბილისი, 22 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის მეთაურობით დღეს ბრიუსელში ნატოს ხელმძღვანელობის სხდომას დაესწრება.

შეხვედრაზე განხილული იქნება ქართული მხარის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის შესახებ.

ასევე შეისწავლიან საქართველოს მიერ ნატოს რეკომენდაციების შესრულების საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამხედრო სფეროში რეფორმების განხორციელებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button