skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება

(თბილისი, 29 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სანკტ-პეტერბურგში 30 მაისს გაემგზავრება და ქალაქის 300 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიბებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” სახელმწიფო კანცელარიაში აცნობეს.

საიუბილეო ღონისძიებების პარლელურად გაიმართება დსთ-ს ქვეყნების არაოფიციალური სამიტი, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იქნება აფხაზეთის ტერიტორიაზე დსთ-ის ეგიდით განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ჯარებისათვის მანდატის გაგრძლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button