ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭო დამკვირვებელთა დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს

(თბილისი, 6 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 5 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოში მძევლად აყვანილი გაეროს მისიის ოთხი წარმომადგენლის დაუყონებლივი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

გაეროს ორი დამკვირვებელი, ერთი ექიმი და ერთიც ქართველი თარჯიმანი კვლავ გამტაცებელთა ხელში იმყოფებიან.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ მომხდარი ინციდენტის გამო”, – განაცხადა საბჭოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რუსეთის ფედერაციის ელჩმა სერგეი ლავროვმა.

“საბჭოს წევრები მხარს უჭერენ გაეროს სამდივნოს საქმიანობას და ჩვენ ვუერთდებით მათ მოთხოვნას მძევლების უპირობო გათავისუფლების თაობაზე”, – თქვა ლავროვმა.

გაეროს მისიას აქვს კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია გაეროს პერსონალის უსაფრთხოებაზე, განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა ნიუ-იორკში.

საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაში გაემგზავრა, რათა კავშირი დაამყაროს გამტაცებლებთან, – დაამატა მან.

გაერო ასევე უკავშირდება აფხაზეთის ხელისუფლებას და დსთ სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას.

ინციდენტი 5 ივნისს გაეროს მისიისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების კოდორის ხეობაში ერთობლივი პატრულირებისას მოხდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button