ახალი ამბები

აფხაზეთის ოპოზიციური მოძრაობა არძინბას გადადგომას მოითხოვს

(თბილისი, 11 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის პოლიტიკურმა მოძრაობა “ამცახარამ”, რომელიც 1992-93 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანებისგან შედგება, 10 ივლისს ჩატარებულ ყრილობაზე რეზოლუცია მიიღო, სადაც ვლადისლავ არძინბას გადაყენება მოითხოვეს.

“ამცახარას” წარმომადგენელთა თქმით, არძინბა ვეღარ უმკლავდება გართულებულ კრიმინოგენულ ვითარებას აფზახეთში.

ვლადისლავ არძინბა, რომელიც მკურნალობის მორიგ კურსს გადის მოსკოვში, განაცხადა, რომ იგი არ გადადგება 2004 წლის აგვისტოში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

8 აპრილს არძინბამ “ამცახარას” მოთხოვნით ყოფილი პრემიერი გენადი გაგულია და მინისტრთა მთელი კაბინეტი გადააყენა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button