ახალი ამბები

“თურქიშ ეარლაინსა” და “აირზენას” შორის მიღწეულია შეთანხმება

(თბილისი, 10 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “თურქიშ ეარლაინსა” და “აირზენას” შორის მიღწეულია შეთანხმება რეისების პარიტეტულ საწყისზე განხორციელების შესახებ. კვირაში ორ რეისს ქართული, ორს კი  თურქული მხარე განხორციელებს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” “აირზენადან” აცნობეს.

ასევე ქართული კომპანია 30 ივლისს ჩარტერულ რეისს განახორციელებს ანტალიის, 6 აგვისტოს კი ბოდრუმის მიმართულებით. ანალოგიური ჩარტერული რეისების განხორციელება შეუძლია თურქულ მხარესაც.

რეგულარული რეისების განხორციელებას პარიტეტულ საწყისებზე მხარეები 15 სექტემბრიდან დაიწყებენ. ამის შესახებ ორ ქვეყანას შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება.

თურქეთის ავიაკომპანიას რეგულარული რეისების განხორციელბა საქართველოს პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილების შედეგად შეუწყდა, რომელიც ქართულ კომპანიებთან კომერციული ხელშეკრულების გაფორმებას და გადასახადების გადახდას აკისრებდა.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველო აჩერებს ბრიტანეთის ავიახაზებისა და თურქეთის ავიახაზების რეისებს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button