ახალი ამბები

ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავის საჩვენებელი ფრენა თბილისის თავზე

(თბილისი, 9 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ნატო-ს ადრეული მართვის და კონტროლის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი იოჰან დორა, რომელიც თბილისში “ავექსის” ტიპის თვითმფრინავით ჩამოფრინდა.

დღეს თბილისის თავზე ერთი საათის განმავლობაში იოჰან დორა ექვს თანმხელბ პირთან ერთად სადაზვერვო თვითმფრინავით საჩვენებელ ფრენას მოაწყობს. თვითმფრინავი მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების ზონაში სიტუაციათა კონტროლისათვის გამოიყენება და საქართველოს ამ ტიპის თვითმფრინავის გამოყენების უფლება მხოლოდ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შემდეგ ექნება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” თვადაცვის სამინისტროდან აცნობეს.

იოჰან დორა 8 ივლისს თვადაცვის მინისტრს დავით თევზაძეს და გენერალური შტაბის უფროსს ჯონი ფირცხალაიშვილს შეხვდა, სადაც სამხედრო სფეროში შემდგომ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button