ახალი ამბები

ბეიკერს სჯერა, რომ საქართველოში შესაძლებელია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება

(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის მოსაზრებით, საქართველოში შესაძლებელია დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი-2” ერთერში განაცხადა.

“ჩემი ვიზიტის დროს ჩამოვიტანე მინიშნებები და წესების ჩამონათვალი, რომლის განხორციელებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. დოკუმენტში ასევე შეტანილია პუნქტი, რომელსაც ჩვენ ქულების ბარათს ვუწოდებთ და ამის მიხედვით ჩვენ და ევროპის თანამეგობრობა დავაფიქსირებთ, თუ რამდენად პროგრესულად მიმდინარეობს ეს პროცესი”, – განაცხადა ჯეიმს ბეიკერმა.

მისი თქმით, ოპოზიციაც და საქართველოს პრეზიდენტიც მზად არიან ეს მინიშნებები გაიზიარონ და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ.

ჯეიმს ბეიკერი იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

მსგავსი/Related

Back to top button