ახალი ამბები

მთავრობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე გეგმის პარლამენტში წარდგენას თავს არიდებს

(თბილისი, 21 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის მიერ ხუთი თვის წინ მიღებული დადგენილების მიუხედავად, მთავრობამ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმის წარდგენისაგან თავი შეიკავა და 20 ივნისის პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ სამშვიდობო პროცესის თაობაზე გააკეთა მოხსენება.

დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე მთავრობის წევრთა მთელი შემადგენლობის დასწრებას მოითხოვდნენ. თუმცა სხდომას მხოლოდ უშიშროების, თავდაცვის და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატების” ლიდერმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის მიერ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იმ მრავალრიცხოვანი რეზოლუციებისა და განკარგულებების შესახებ შეახსენა დეპუტატებს, რომლებიც ჯერ კიდევ განუხორციელებელია. მან აღმასრულებელი ხელისუფლება აფხაზეთის საკითხის იგნორირებაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button