ახალი ამბები

“ეი-იე-ეს თელასი” საქართველოს ხელისუფლებას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს

(თბილისი, 27 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ეი-იე-ს თელასი” გენერალური მენეჯერი იგნასიო ირიბარენი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

“ჩვენ გადავწვიტეთ დავიცვათ ჩევნი უფლებები და ამისათვის ყველა იურიდიული ბერკეტი გამოვიყენოთ. მათ შორის მიმვმართოთ ლონდონის სასამართლოს” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე იგნასიო ირიბარენმა.

მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან უკვე რამდენიმე თვეა ირღვევა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრეულებით გათვალისწინებული რამდენიმე პუნქტი. კომპანია ითხოვს განთავისუფლდეს კომერციული დანაკარგების ბეგარისგან, რაც 20%-ს შეადგენს.

კომპანია ასევე ითხოვს იმ აქტივების გადაცემას, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
 
“ჩვენი იურისტები ამჟამად კიდევ მუშობენ ხელშეკრულების პუნქტებზე, რათა გაირკვეს კიდევ რომელი მათგანი არ სრულდება და ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა სახის სარჩელს შეიტანს კომპანია” – განაცხადა ირიბარენმა.

იგი ასევა პროტესტს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგია “ეი-ი-ეს თელასს” მოთხოვნაზე გაცილებით ნაკლები მიეწოდება, მაშინ როდესაც “ენერგეტიკის სფეროში “ეი-ი-ეს თელასი” ყველაზე კარგ გადამხდელია.”

ირიბარენი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ელექტროენერგიის რა ტარიფი იქნება თბილისში, შესაბამისად იგი ვერ აცხადებს ექნება თუ არა თბილისს ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში.

წარუმატებელი ბიზნესის მიუხედავად კომპანიის ხელმძღვანელობა საქართველოს დატოვებას არ აპირებს. საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანა იგნასიო ირიბარენმა ლონდონში ვიზიტის და იქ კომპანიის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა.

კომპანიის ხელმძღანელები არ საუბრობენ თავად კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე და აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებასაც შეუძლია სასამართლოს მიმართოს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button