ახალი ამბები

შევარდნაძე რელიგიური ძალადობის აღკვეთას მოითხოვს

(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოში რელიგიური უმცირესობის დევნის წინააღმდეგ გამოდის.

“წინააღმდეგი ვარ რელიგიური ექსტრემიზმის გაღვივებისა, ჩვენ ევროსაბჭოს, გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწვევრიანების დროს ავიღეთ ვალდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და ერთ-ერთია რელიგიური უმცირესობების დევნის შეწყვეტა. ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს”, – განაცხადა 26 თებერვალს პრეზიდენტმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც რელიგიური უმცირესობების უფლებების მდგომარეობა განიხილეს.

დღეს პარლამენტში 2002 წლის პირველი ნახევარში მუშაობის შედეგების შესახებ მოხსენებით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა რელიგიური უმცირესობების დევნის აღკვეთის აუცილებლობაზე.

აშშ-ის ადმინისტრაციამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არკვეთოს ძალადობა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ და დამნაშავენი დასაჯოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button