ახალი ამბები

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დეპუტატთა შეხვედრა

(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში 26-28 თებერვალს სამხრეთ კავკასიი სამი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების დეპუტატთა შეხვედრა ტარდება, რომელიც ბრიტანული საზოგადოებრივი ორგანიზაცია ლინკს-ის პროგრამა სამხრეთკავკასიური ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს.

26 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე სამი ქვეყნის 30-მდე დეპუტატი ამ ქვეყნების ევროპულ სტრუქტურებში ინტერგრაციაზე იმსჯელებს. ხცალინდელი დღე დელეგაციების ორმხრივ შეხვედრებს მიეძღვნება.

სამხრეთკავკასირუი ინიციატივა 2001 წელს დაფუძნდა ლონდონში. ამ პროგრამის მიზანია გამოცდილების გაზიარება დეპუტატებს შორის და თანამშრომლობის გაღრმავება სამი ქვეყნის პარლამენტებს შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button